logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს ტყეები ბარბაროსულად იჩეხებოდა, არავის უზრუნია მის დაცვაზე
- +

9 დეკემბერი. 2019. 23:42

 

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ჟურნალ „ველური ბუნებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოში, ტყის რესურსების უსისტემოდ ათვისების პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ წლების განმავლობაში არ შეუსწავლიათ საქართველოს ტყეებში არსებული რესურსი, არც მის აღდგენასა და დაცვაზე უზრუნია ვინმეს.

 

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის 40% დაფარულია ტყით,  ეს არის რესურსი, რომელსაც სწორად გამოყენება და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თუმცა, წინა წლების განმავლობაში უსისტემოდ მიდიოდა ტყის რესურსების ათვისება, სახელმწიფოს არ ჰქონდა ხედვა, თუ როგორ უნდა მიეღო ეკონომიკური სარგებელი ამ რესურსის სწორად ათვისებით.

 

როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს,  არასახელმწიფოებრივმა მიდგომებმა საკმაოდ დააზარალა სატყეო სექტორი, სრულიად მოიშალა ტყის მართვის სისტემა ქვეყანაში, არ სორციელდებოდა კონტროლი, თუ ვინ, რა ოდენობის რესურსს იყენებდა და როგორი იყო ამის პარალელურად საქართველოს ტყეების თვითაღდგენის უნარი.

 

შედეგად, ჩვენმა მთავრობამ ამ მიმართულებით, საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა ტყეზე ზრუნვა, თუმცა დიდი მიღწევებით ჩვენც ვერ დავიკვეხნით, რადგან ტყის ბარბაროსული ჭრა კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ გაძლიერებული კონტროლის გამო ხე-ტყის უკანონო ჭრის მასშტაბები შემცირებულია. რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი. მეტი ძალისხმევა არის საჭირო და ამისთვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომლიდანაც უმთავრესი არის ტყის სექტორის კომპლექსური რეფორმა, რაც შესაძლებელი გახდება ახალი სატყეო კოდექსის მიღებით, რომელსაც პარლამენტი განიხილავს“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner