logo_geo
eng_logo
ცოტნე ზურაბიანი: ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი დააზიანოს
- +

11 დეკემბერი. 2019. 10:24

 

 

ევროსტრუქტურების დამოკიდებულება, მხარდაჭერა, განწყობა, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების გზაზე, ცალსახად ჩანს იმ  რეზოლუციებში და გადაწყვეტილებებში, რომელიც იქნა მიღებული. ცალკეული დეპუტატების მოსაზრებები არის მათი პირადი მოსაზრებები,  ხშირად ნაკარნახევი იმ დეზინფორმაციით, რომლითაც საზრდოობს ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში“, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

 

ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, საზოგადოება რეალურად აფასებს ოპოზიციის დღის წესრიგს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაკეთებული დადებითი შეფასებებიც ამის კარგი მაგალითია.

 

დარწმუნებული ვარ კიდევ ასეთი ტენდენციის კიდევ გაგრძელების შემთხვევაში, იმ ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების ორკესტრირებული შეტევით საერთაშორისო არენაზე, რომლის კონკრეტული მაგალითებიც გავქვს თუ როგორ მოიხადა შემდგომ  ბოდიში, რამდენიმე ორგანიზაციამ მცდარი ინფორმაციის მიწოდებისთვის, ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება. მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა.  მთავარი არის ის, რომ გამომდინარე თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესიდან ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანონ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი იმ პროცესს, რა პროცესშიც არიან თვითონ თავიდან ბოლომდე მოქცეულნი და რაც არის მათი დღის წესრიგი. ამას საზოგადოება აფასებს, ამას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძალიან კარგი შეფასებები მოჰყვა და ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ კონკრეტული შედეგები“,-განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner