logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ნინო ლომჯარიას ანგარიში ლეგენდებს ეფუძნება, პრობლემა სხვაგან არის
- +

11 დეკემბერი. 2019. 00:16

 

 

 

სახალხო დამცველის ანგარიშს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმიანება და აცხადებს, რომ ნინო ლომჯარიას ანგარიში ​ლეგენდებზე დაფუძნებულ, თითქოს ციხეებს კრიმინალური ავტორიტეტები მართავენ,  რეალურად პრობლემა სულ სხვაგან არის.

კერძოდ, წულუკიანის ინფორმაციით, საპატომროებში წლებს განმავლობაში არსებობს დროული სამედიცინო მომსახურების პრობლემა. პატიმრები გრძელ რიგში დგანან იმისთვის, რომ 12-14 თვეში იმედი ქონდეთ, რომელიმე სამოქალაქო კლინიკაში, ოპერაციას ჩაიტარებენ.

მინისტრის თქმით, მის უწყებაში ეს რეალურად არსებული პრობლემაა და პირდაპირ უკავშირდება სიცოცხლის უფლებას. ამიტომ, ელოდა, რომ სახალსო დამცველის ანგარიშში სწორედ ამ საკუთხზე იქნებოდა კრიტიკა.

ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ 2020 იყოს ის წელი, როდესაც რიგები არ დადგება სამედიცინო მომსახურებისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიას სთავაზობს, მასთან ერთად მოინახულოს ნებისმიერი პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც მოისურვებს.

მინისტრის თქმით, ციხეებს დღეს, სახელმწიფო მართავს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner