ომის ვეტერანის მეუღლე შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში სტატუსს წერს:
„წლებია, გმირთა მოედანზე, სამშობლოსათვის დაღუპული ჩვენი გმირი ბიჭების მემორიალთან დავდივარ მათთვის პატივის მისაგებად! მით უფრო, ეს ბოლო რამდენიმე წელია_ არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ გამომიტოვებია,_გარდა იმისა, რომ ეს ჩემი ადამიანური, მოქალაქეობრივი მოვალეობაა და თან ვეტერანის ცოლი ვარ, სამსახურებრივი მოვალეობაც მავალდებულებს ამას! (ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ყველას სახეები ზეპირად მახსოვს და რომელიც არ მახსოვს, ამას ჩემი განყოფილების მიერ გადაღებული ფოტო თუ ვიდეო ფირები ნათლად წარმოაჩენს... ყველა, ნაცნობი თუ უცნობი, გენერალი თუ ''უბრალო''ჯარისკაცი,მთავრობის თუ მხედრობის წარმომადგენელი, შვილმკვდარი დედები, უბრალო მოქალაქეები, დევნილები თუ არადევნილები_თითქმის ყველას სახეები მახსოვს,მით უფრო ბოლო რამდენიმე წელიწადია,რაც ამ სამსახურში ვარ!!!).
არც ერთხელ, ვიმეორებ, არც ერთხელ ''ლელო ხაზარა'' მე იქ არ მინახავს!!!! არც 14 აგვისტოს, არც 8 აგვისტოს, არც 2 ივლისს, არც 5 ივლისს, არც 27 სექტემბერს, არც 2 ოქტომბერს, არც 14, 15, 16 მარტს არც..... არც... არც ერთ დღეს, აფხაზეთის, სამაჩაბლოს, 2008 წლის ომის ტრაგიკულ დღეებში,არც ერთ თვეში, არც ერთი თვის არც ერთ რიცხვში. მათ შორის, არც დიღმის, თუ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოებზე... არც ''ლელო ხაზარა'' და არც ბევრი ის პოლიტიკოსი, დღეს რომ დაყენებული სახეებით მიცვივდნენ გმირთა მემორიალზე!!!! მეტიც_ რამდენჯერ გულმოკლულნი წამოსულან ბიჭები, რომ ყოველ წელიწადს ცოტავდება მათი რიცხვი...
სულ უფრო და უფრო მეტი ტკივილი უღრღნით გულს, ამ''შეთხელებულ'' რიგებში იმათ რომ ვეღარ ხედავენ, ჯერ კიდევ ერთი თუ ორი თვის წინ რომ იყვნენ... შარშან, ტამიშის დესანტის გადმოსხმის 25-ე წლისთავზე, 2 ივლისს თავადაც ვერ შევიკავე თავი და ატირებული წამოვედი იქიდან და ძალიან ემოციური პოსტიც დავწერე იმის გამო, რომ დაძახების მიუხედავად, ბევრი მედია-საშუალება ვერ თუ არ მოვიდა...
და დღეს, ეს ხალხი, ეს ფარისევლები რომ მწყაზარი, დაწყობილი სახეებით მივიდნენ მემორიალთან, ყველა ეს ჩემი ცრემლი თუ გადატანილი ემოცია ერთიანად გამახსენდა! ის სიმწარეც, წლების წინ, სწორედ ამ გმირთა მემორიალთან, რომ არბევდა „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ნაბრძოლ ბიჭებს და ქალებსაც უმოწყალოდ ურტყამდა და ქალებს თმებით ათრევდა, ესეც მწარედ გამახსენდა სისხლი კიდევ ერთხელ მომაწვა! თქვე ფარისევლებო! შოუ-მენებო... თქვე ყალბო ადამიანებო!!! ახლა გაგახსენდათ ჩვენი დაღუპული და ჯერ კიდევ ცოცხალი გმირები?! წლების განმავლობაში რომ არც ერთხელ გაგხსენებიათ?! ახლა დაგეწვათ გული, ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებთ და თურმე, ახლა იგრძენით შეურაცხყოფილად თავი? ახლა? მძულს ეს სიყალბე!!!! გეყოთ, ამ ჩვენი ბიჭების სახელებით სპეკულირება!!! გეყოთ ჩვენი ცოცხალი და ბრძოლის ველზე დაცემული გმირების სულზე თქვენი ბინძური ფეხებით გადავლა!!!!!! გეყოთ, თორემ ამოივსო მოთმინების ფიალა!!!! გასკდა გული!!! ამას, როგორც ვეტერანების მეგობარი, ახლობელი, გულშემატკივარი, ვეტერანის ცოლი, ისე ვწერ!!!! როცა ჩვენს ბიჭებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და უმოწყალოდ უსწორდებოდნენ სწორედ მაგ გმირთა მემორიალთან, პარტიზანებივით გაყურსულნი ისხედით ჩირგვებში და სისხლს სწოვდით უსახსროდ დარჩენილ, თქვენი ბანკების კაბალაში გახვეულ ვეტერანებს, დაღუპულთა ოჯახებს და წამით არ გაგხსენებიათ არც მათი ღვაწლი, არც მათი ოფლი და სისხლი, იმ ქვეყნისთვის დაღვრილი, დღეს რომ ფუფუნებით ცხოვრობთ! შეგრცხვეთ!! რაღაცის მაინც შეგრცხვეთ! თუმცა... რა სირცხვილსა და შუბლის ძარღვზე ვლაპარაკობ თქვენთან?!
P.შ. ახლა ვიტყვი იმას, რაც აქამდე საჯაროდ თითქმის არასოდეს მითქვამს_ წლებია ხაზარას ბანკის კლიენტი ვარ და ჩემზე დაკისრებულ ფინანსურ ვალდებულებას კეთილსინდისიერად ვიხდი! თვეში ერთხელ მირეკავდნენ ბანკიდან და აზრს მეკითხებოდნენ მათ ბანკზე, მომსახურებაზე,( არც ახლა უარვყოფ, რომ ძალიან მოქნილი ინტერნეტ სისტემა აქვს ტიბისი ბანკს და კომფორტულია ჩემთვის ამ ბანკით სარგებლობა!!!) რამდენიმეჯერ მკითხეს, რაიმე წინადადებები თუ გაქვთ, ჩვენი ბანკი რომ უფრო პოპულარული გახდესო. ყველა ჯერზე ერთსა და იმას ვეუბნებოდი_ ვიცი, რომ ჩემი საუბრები იწერება და ისიც გაიგებს ჩემს ნათქვამს, ვინც უნდა გაიგოს-მეთქი და მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვდი_ ჩვენი ცოცხლად დარჩენილი ( ომში დაღუპულთა შვილები, მადლობა ღმერთს, შეღავათებით სარგებლობენ!!) ვეტერანების უმრავლესობა ფინანსურად გაჭირვებულია და ბევრი მათგანი შვილებს სასწავლებლებში ფულს ვერ უხდის, რის გამოც ბავშვებს აკადემიური აქვთ აღებული, ამიტომ გთხოვთ, თქვენს მენეჯმენტს გადაეცით, იქნებ, ვეტერანთა შვილებისთვის გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი კრედიტები გამოყოს უმაღლეს სასწავლებლებში რომ არ შეექმნათ პრობლემა სწავლის გადასახადთან დაკავშირებით. მერე დაიწყებენ ეს ბავშვები მუშაობას და დაფარავენ ამ ვალს ნელ-ნელა. ეს იქნება ყველაზე დიდი სოლიდარობის აქტი და მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის დროზე, უდრტვინველად მიუშვირა მტრის ტყვიას მკერდი საქართველოსთვის! ეს თქვენს მიმართ აგრესიასაც გაანელებს და ამდენი კეთილისმყოფელიც გეყოლებათ, მადლსაც გააკეთებთ-მეთქი!
ყური არ მათხოვა არავინ! რადგან ვეტერანების გვერდით დგომა, მათი შვილებისთვის სიკეთის კეთება ''მომგებიანი ბიზნესი'' არ აღმოჩნდა, ალბათ, იმ კაცისთვის, დღეს რომ მწყაზარი სახით გამოხატავს შეშფოთებას!!!! თქვენს გულებში ჩაიხედეთ... თქვენი სინდისის ძაფი გაატოკეთ და მერე გამოხატეთ შეშფოთება-აღშფოთება!!!! გმირთა მემორიალზე მისასვლელად, სულ მცირე, მორალური უფლება მაინც უნდა გქონდეთ!!!
P.შ.პ.ს.ჩემი ეს განცხადება არავის ''გასაპრავებლად'' არაა მიმართული!!! არავის არ ვწმენდ ნამუსს! არავის ვესარჩლები, ვინც უნდა იყოს ის! მით უფრო, უმაღლეს მთავარსარდალს არ სჭირდება და არ უნდა სჭირდებოდეს ჩემი თარჯიმნობა! რადგან ჩემზე მეტი სიფრთხილე მართებს ყველას, ვინც იქაა, საიდან წამოსულ ყველა სიტყვასაც ასჯერ კი არა, მილიონჯერ აწონვა და მერე თქმა სჭირდება!
ამიტომ, პოლემიკას არავისთან გავმართავ და ყველა უცენზურო კომენტარს წავშლი!“, - წერს შორენა სიხარულიძე.