„თუ ნაცებმა მართლაც მიაღწიეს მიზანს, ქუდზე კაცი გამოვა და მერე დანდობას ვეღარ ეღირსებიან“, - ამის შესახებ აფხაზეთის ომში ფეხდაკარგული ვეტერანი დავით ახრახაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„ნაცებს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი აქვთ მხოლოდ ჩემი და ჩემნაირების სიკვდილის შემდეგ!
არადა, ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, მოსახლეობის უმრავლესობა ვართ! ამათ პირადად შანსს არ მივცემ, რადგან ჩემს სამშობლოზე საკუთარი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. როგორც აფხაზეთში ვიბრძოლე ბოლომდე, ამათთანაც ბოლომდე ვიბრძოლებ, რადგან უფრო დიდი მტრები არიან, ვიდრე რუსი და ჩრდილოკავკასიელი „ბოევიკები“! ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ ნაცებმა მართლაც მიაღწიეს მიზანს, ქუდზე კაცი გამოვა და მერე დანდობას ვეღარ ეღირსებიან! ხელისუფლებაც, მგონი, ფხიზლდება და კოჰაბიტაცია მთავრდება - აგერ პირველად ქუთაისში მოსახლეობამ ხმა ამოიღო და საკადრისი პასუხი გასცა პროვოკატორებს. დიახ, ქუთაისმა არ აიტანა ხატების წაბილწვა და პატრიარქის გინება. დარწმუნებული ვარ, ეს მუხტი მალე მთელ საქართველოში გავრცელდება“,- აღნიშნავს დავით ახრახაძე.