logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი მანდატს ტოვებს: "ოცნების" შიგნით დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია
- +

12 დეკემბერი. 2019. 20:31

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატი ოთარ ჩრდილელი საპარლამენტო მანდატს ტოვებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად კი მოსამართლეების თემას უკავშირებს. 

დეპუტატი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მმართველი გუნდი, ერთი წელია, ცდილობს, არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, სცადეს უდანაკარგოდ მიეღოთ გადაწყვეტილება და კონსენსუსამდე მისულიყვნენ. 

"შედეგი რა დადგა, ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა "დუჟინას". და რა იქნება მომავალში? - არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი. ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა "ქართულ ოცნებას", რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა, გარედან შესაძლოა ჩანს რომ ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ, შიგნით დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია", - წერს დეპუტატი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

ოთარ ჩრდილელს მიაჩნია, რომ მორალური უფლება არ ჰქონდა, როგორც "ოცნების" პროპორციული სიით შესულს დაეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გამაგრებულიყო.

"თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი. არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ. პირადად ვინც მიცნობს იცის, რომ ჩემთვის ღირებულია ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება. კიდევ ერთხელ ყველას მადლობას მოგახსენებთ, უდიდესი ნდობისთვის. წარმატებებს და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ. მრავალჟამიერ ღმერთი ფარავდეს დედა სამშობლოს", - წერს ჩრდილელი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner