თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იყო მიღებული.
„ნიკა მელიას რაც შეეხება, როგორც ვიცი, ძველ საქმესთან დაკავშირებით დიდი ხანია, არის დაწყებული გამოძიება. ეს გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო, გამომდინარეობდა კანონისა და კონსტიტუციიდან“, – განაცხადა კალაძემ.