საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტმა უზენაესი მოსამართლეებთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაბალანსებული და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო.
„კონკრეტული კანდიდატები იყვნენ, რომელთა დაკავშირებითაც დეპუტატების საკმაოდ დიდ ნაწილს კითხვები ჰქონდა. პირველ რიგში ეს კითხვები უკავშირდებოდა, კონკრეტული მოსამართლეების მიერ 2012 წლამდე განხილულ კონკრეტულ საქმეებს. იცით, რომ ამ თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მძიმე მემკვიდრეობა დაგვრჩა. 2012 წლამდე სასამართლო წნეხის ქვეშ იყო, არ იყო დამოუკიდებელი, პოლიტიკური ზეგავლენა იყო. შესაბამისად, არის მთელი რიგი საქმეები, რაც კითხვებს ტოვებს. კვალიფიკაციის კუთხითაც იდეალური სურათი არ იყო, თუმცა შესაბამისია გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ვეთანხმებით ამ განცხადების ზოგად შინაარსს. ჩვენ მაქსიმალურად დაბალანსებული და პრაგმატული გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა კობახიძემ.