logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტი, რომელიც არ არის არც ერთი პარტიის წევრი, პოლიტიკური პარტიების მოსაზრებებში არ უნდა ჩაერიოს
- +

16 დეკემბერი. 2019. 11:52

 

 

„პრეზიდენტი, რომელიც არ არის არც ერთი პარტიის წევრი, პოლიტიკური პარტიების მოსაზრებებში არ უნდა ჩაერიოს“, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საარჩევნო სისტემას შეეხებოდა.

 

ზურაბიშვილმა არ დააკონკრეტა, რომელი საარჩევნო სისტემის მომხრეა.

 

„მე, როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება, ჩემი პირადი მოსაზრება მოვახვიო თავს ან საზოგადოებას ან პოლიტიკურ პარტიებს. მე ვისურვებდი, როგორც ამ საკითხზე, ისევე ბევრ სხვა საკითხზე, მოინახოს რაიმე გამოსავალი, ეს არის საჭირო ქვეყნის სტაბილურობისთვის“, -განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner