logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: საგარეო კურსის შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლა ელჩისა და საელჩოს მოვალეობაა
- +

18 დეკემბერი. 2019. 10:28

 

ორბელიანების სასახლეში „ელჩების კონფერენციის“ მონაწილე ქართველ დიპლომატებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მწუხარება გამოთქვა, რომ „ხანდახან უცხოეთში საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება“.

 

პრეზიდენტის თქმით, ელჩისა და მთლიანად საელჩოს მოვალეობაა, ასეთ დროს იყვნენ სადარაჯოზე და აქტიურად ებრძოლონ ყალბ ინფორმაციას.

 

ვწუხვარ, რომ უცხოეთში ხანდახან ვრცელდება დეზინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ორიენტაციის შესახებ, თითქოს საქართველო საგარეო კურსს იცვლის. ვფიქრობ, რომ ელჩისა და მთლიანად საელჩოს მოვალეობაა, იყვნენ სადარაჯოზე და აქტიურად ებრძოლონ ყალბ ინფორმაციას. ქვეყნის სახის იმიჯის შეცვლა და მისი დამახინჯება ვერავინ უნდა გაბედოს“ , - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, მსოფლიო საქართველოს მხოლოდ კონფლიქტების ჭრილში არ უნდა იცნობდეს.

 

უნდა გვიცნობდნენ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სრულყოფილ წევრს და ქვეყანას, რომელიც ჩართულია ყველა გლობალურ გამოწვევებთან ერთობლივ ბრძოლებში. ეს იქნება ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ სამშვიდობო მისიებში, ბრძოლა კლიმატის ცვლილებებთან და ა.შ. ჩვენი გზა ევროპისა და ნატოსკენ უცვლელია. ნატოსა თუ ევროკავშირის შიდა გამოწვევები ჩვენზე ვერ აისახება და არ შეგვაცვლევინებს გეზს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციაში გვიწერია ეს მიზანი, არამედ იმიტომაც, რომ რეალობაში არ არსებობს სხვა გზა, ამ გზის რაიმე ალტერნატივა, თავისუფალი განვითარების სხვა პერსპექტივა. ამიტომ, საქართველოს მოსახლოება სხვა არჩევანს ვერ და არ გააკეთებს“ , - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერის თაოსნობით, საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით 16 დეკემბერს მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

 

ამ წერილზე დღეს განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

 

ოპოზიცია აქციებს განაგრძობს, პარალელურად საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებს მართავს და მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნას ელოდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner