საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და სამძიმარს გამოთქვამს.
პრეზიდენტი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ.
“15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენ საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. ამ მძიმე წუთებში გამძლეობა მოგცეთ უფალმა. ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები”, - წერს პრეზიდენტი.