ჟურნალისტი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში, 15 წლის მოზარდის ტრაგედიას ეხმიანება.
„ვიდრე ჩვენ ვიბრძვით არსებობისთვის, ვჩხუბობთ ათასი უაზრობის გამო, ვცდილობთ ზიზღით და სიძულვილით სავსე სამყაროში მყარი ადგილი მოვიპოვოთ, ყურადღების მიღმა გვრჩება ყველაზე მთავარი-შვილები, რომლებისთვის დრო არასდროს გვაქვს, არ ვიცით რა ტკივათ, რა აწუხებთ. არადა ყველაფერი რა სისულელეა ამ დიდი ტრაგედიის ფონზე“, - წერს მანანა თოქმაჯიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.