logo_geo
eng_logo
გურამ ნიკოლაშვილი: გაჩნდა კითხვები სკოლის ადმინისტრაციისადმი, რა უძღოდა წინ მომხდარს
- +

18 დეკემბერი. 2019. 22:34

 

 

 

ერთია მომხდარი ტრაგედია, რომელსაც გააჩნია გამომწვევი ფაქტორები და მეორეა რეზონანსი იმ თემაზე, სადაც ადამიანური აღშფოთება და პოლიტიკური მოტივები ერთმანეთშია არეული” - აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი დაღუპული მოზარდის საქმესთან დაკავშირებით ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

 

მისი თქმით, ცალკე პრობლემის წყაროა ემოციები, რომელიც ქმნის საინფორმაციიო ველს.

 

ძალადობა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ისმის არაერთი ბრალდება.  იქმნება ერთგვარი ისტერიული ვითარება, რომლის ფონზეც ჩნდება ინფორმაცია სხვა მოზარდების შესახებაც - მიიყენა თვითდაზიანება, მოიკლა თავი და აშ. ის ემოციები, რომლებიც ქმნიან საინფორმაციო ველს, ხდება ცალკე პრობლემის წყარო. ნებისმიერი გამომსვლელი და კომენტატორი თავის აგურს დებს მიმდინარე დღის წესრიგში, თითოეული სპიკერის გამოსვლა განსაზღვრავს მოვლენის სუბიექტურ აქცენტს. მთავარი სამიზნე დამნაშავის ძიებაში ცხადია ხდება ხელისუფლება, რომლისგანაც მოელიან სათანადო რეაგირებას” - აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.

 

მისი თქმით,  მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ტრაგედიასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ, საზოგადოებაში დაიწყო დამნაშავის ძიება.

 

გაჩნდა კითხვები სკოლის ადმინისტრაციის მიმართ, რა უძღოდა წინ მომხდარ ფაქტს, ჩატარდა აქციები პოლიციის შენობებთან, რაკიღა აქტივისტთა ნაწილმა ცალსახად პოლიციისკენ გაიშვირა ხელი,  დაიწყო მსჯელობა სისტემაზე, გარემოზე, პოლიტიკოსთა ბრალეულობასა და ათასგვარ ფაქტორზე” - ამბობს ნიკოლაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner