logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე:გამორიცხული არ არის, რომ ლუკა შემთხვევით ჩამოვარდნილიყო
- +

18 დეკემბერი. 2019. 22:36

 

15 წლის მოზარდის ტრაგიკულ გარდაცვალებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება. პატრიარქმა მისცა კურთხევა.

 

გუშინ მოძღვარმა შვიდგზის ზეთისცხების მსახურება შეასრულა საავადმყოფოში ლუკასთვის, შესაბამისად მას შენდობის ლოცვაც წაუკითხა მან.

 

ესეც რომ არა, დღეს მის დედასა და ძმასთან საუბრიდან გამოჩნდა, რომ დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ მან თავი გადმოიგდო. არსებობს მოსაზრება და გამორიცხული არ არის, რომ ლუკა შემთხვევით ჩამოვარდნილიყო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner