მასწავლებლების პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, სტანდარტების და განვითარების სამსახურის უფროსი მარიკა სიხარულიძე, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუს აქვეყნებს:
„ხალხნო, ადამიანებო, ჩემებო, ძვირფასებო, გულმოკლულებო და შეძრწუნებულებო... ნუ გამიწყრებით, მაგრამ ძალიან უნდა გთხოვოთ: ნუ ავრცელებთ ამ სლოგანს, ნუ გახდით თაობის დევიზად, დაზოგეთ დანარჩენი ბავშვები. ფაქიზი ფსიქიკა აქვთ, დაფიქრდით ამაზე, გემუდარებით. აქ არიან და ყველა სიტყვას ემოციურად იღებენ...”