logo_geo
eng_logo
გია ვოლსკი: ამაზრზენია, წაესივნენ ბავშვის სიკვდილის ფაქტს პოლიტიკური სვავები
- +

18 დეკემბერი. 2019. 22:50

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გიორგი ვოლსკის თქმით, არასრულწლოვნებზე მოძალადე სისტემა დიდი ხანია დაინგრა და ახალი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა.

 

მან 15 წლის გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ვერანაირი სისტემა ვერ იმუშავებს, თუკი შემსრულებლები მართვის ყველა რგოლში არ არიან შინაგანად მზად იყვნენ ძველისაგან გათავისუფლებულნი და მაღალი პროფესიონალიზმით აღჭურვილნი.

 

ძალადობრივი, მათ შორის არასრულწლოვანებზე მოძალადე სისტემა დიდი ხანია დაინგრა. ამ ნანგრევებზე ახალი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა, ახალი სტრუქტურებით და ლოიალობის უპრეცენტო ხარისხით. მაგრამ ვერანაირი სისტემა ვერ იმუშავებს, თუკი შემსრულებლები მართვის ყველა რგოლში არ არიან შინაგანად მზად, ძველისაგან გათავისუფლებულნი და მაღალი პროფესიონალიზმით აღჭურვილნი. მორალური ნგრევისა და სისასტიკის ათეულობით წელს უკვალოდ არ ჩაუვლია და პერიოდულად გვახსენებს თავს მძიმე, ეროვნული მასშტაბის ტრაგედიით. ამაზრზენია იმის ყურება, როგორ წაესივნენ ბავშვის სიკვდილის ფაქტს პოლიტიკური სვავები! ვუსამძიმრებ ლუკას ოჯახს! ვუსამძიმრებ თვითოეულ ჩვენგანს! ვუსამძიმრებ ჩვენს ქვეყანას!”, - წერს გია ვოლსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner