logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ერთმა მედიასაშუალებამ ისიც კი იკადრა, რომ 15 წლის ბიჭის გარდაცვალება თავისი ლოგოთი დაბრენდა
- +

18 დეკემბერი. 2019. 23:47

 

 

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ლუკას ოჯახს და მის ყველა ახლობელს ამ უდიდეს ტრაგედიას, რომელზეც პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავიზიაროთ! – ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც მამუკა მდინარაძე წერს, ვერავინ დარჩება დაუსჯელი, თუ სადმე დანაშაულის ელემენტარული კვალი გამოიკვეთება.

ამაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მუშაობს, რომელიც ახალი შექმნილია და სამართალდამცავ უწყებებში ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. ჩვენ ასევე შევქმენით და ავამოქმედეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. სულ ახლახანს მივიღეთ ბავშვის უფლებათა კოდექსიც. ისინი მუდმივ დახვეწას და სრულყოფას საჭიროებენ და ყველას, მთელ საზოგადოებას გვაქვს სამუშაო მათ აღსრულებაზე. ამ ტრაგედიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ცალკე ამორალურობაა და ადამიანურ ჩარჩოებში აღარ ჯდება. ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ისიც კი იკადრა, რომ 15 წლის ბიჭის გარდაცვალება თავისი ლოგოთი დაბრენდა“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner