logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მივმართავ ახალგაზრდებს, არასოდეს დაუხაროთ თავი სირთულეებს
- +

19 დეკემბერი. 2019. 16:52

 

„მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ არასდროს დაუპირისპირდეთ საკუთარ თავს, პირიქით, დაუპირისპირდით პრობლემებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

კახა კალაძის თქმით, ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანია.

 

„მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, პატარებს, ვინც არის გარდატეხის ასაკში, რომელიც ყველამ გამოვიარეთ და ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი რთული იყო, როდესაც გადადიოდი დიდობის ასაკში. იმ ასაკში, სადაც მთელი ცხოვრება მოგიწევდა ყოფნა. რა თქმა უნდა, იყო გაუცხოება, იყო სირთულეები, მაგრამ ზუსტად ამიტომაა ცხოვრება საინტერესო ჩვენი დაბადების დღიდანვე და ასევე მრავალფეროვანი. თუნდაც ჩვენი ბავშვობა გავიხსენოთ, როდესაც სანტას ველოდებით, როცა ველოდებით საჩუქარს. გავიხსენოთ, თუნდაც როგორი შიში აქვს მწარე ნემსის გაკეთებას, თუნდაც ის, როცა ჩვენზე უფროსი გვართმევდა სათამაშოს. ამიტომ არის ცხოვრება მრავალფეროვანი და მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ არასდროს დაუპირისპირდეთ საკუთარ თავს, პირიქით, დაუპირისპირდით პრობლემებს. ვებრძოლოთ პრობლემებს და არასდროს არ დანებდეთ. რა თქმა უნდა, არის სირთულეები ცხოვრებაში და ზუსტად ამიტომ არის საინტერესო ცხოვრება, რომ უნდა გადალახო ეს სირთულეები. როდესაც თითოეულ სირთულეს გადალახავ, უფრო ძლიერი და შემდგარი ადამიანი ხდები. შესაბამისად, მინდა, მივმართო ბავშვებს, ახალგაზრდებს არასდროს დაუხაროთ თავი სირთულეებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner