logo_geo
eng_logo
კახა კალაძე:არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა
- +

19 დეკემბერი. 2019. 22:21

 

თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის ქუჩებსა და შენობებზე იმ წარწერების განთავსების წინააღმდეგია, რომელიც სუიციდის პროპაგანდას შეიცავს.

 

კალაძის თქმით, ყველა მსგავსი წარწერა წაიშლება.  

 

არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა და უფლება. ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტი. პროტესტი გამოხატონ, არანაირი პრობლემა არ არის, მათ ხელს არავინ შეუშლის, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ და ისევ ახალგაზრდებისთვის , ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. დედაქალაქის მერია იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner