ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ლუკა სირაძეს მარიანა ჩოლოიანმა პოლიციაში დააპირისპირა თანაკლასელი გოგონა, რომელმაც ვენები გადაიჭრა", - ისტერიულად იმეორებენ ნაცპროპაგანდის თამამები.
ჰოდა, ისიც თქვით, ვინ გადასცა გამომძიებელ ჩოლოიანს იმ გოგონას გვარი?
სკოლის ადმინისტრაციამ ხომ არა?
ანუ სკოლის ადმინისტრაციამ ამ გოგონასგან იცოდა, რომ იმ ღამით ლუკა იყო სკოლაში!
რა პირობით უთხრა გოგონამ სკოლის ადმინისტრაციას ამის თაობაზე?
რატომ არ შეასრულა სკოლის ადმინისტრაციამ პირობა?
რატომ გადაიჭრა გოგონამ ვენები, მასაც დაემუქრნენ პოლიციაში?
გეუბნებით: სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს!” - წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.