ჟურნალისტი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „რა ნიჰილიზმი, რა ვოლუნტარიზმი?
მოეშვით ამ საშიშ და მავნებლურ პროპაგანდას და თავი დაანებეთ ბავშვებს!
სიცოცხლის აზრი წინააღმდეგობების დაძლევაში, მუდმივ განვითარებასა და მოქმედებაშია და არა სკეპტიციზმში.
ბებიაჩემი, რომელსაც ორი ანგელოზივით შვილი ჰყავდა გარდაცვლილი (7 და 29 წლისები), ერთი შვილი კი მძიმე ავადმყოფი, ყოველ დილას უფლის სამადლობელით იწყებდა, რომ ცოცხლობდა, ზრდიდა შვილიშვილებს, შრომობდა, უყვარდა, ტკიოდა და უხაროდა.
#ცხოვრებამშვენიერია“, - წერს იგი.