logo_geo
eng_logo
არის ვერსია, რომ ცოტნე გამსახურდიას კონფლიქტი პროფილაქტიკის დამსაქმებელთან მოუვიდა
- +

19 დეკემბერი. 2019. 23:46

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის დაჭრასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ირკვევა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ვერაზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ პროფილაქტიკა ჰქონდა და ერთ-ერთი ვერსიით, მას კონფლიქტი სწორედ საკუთარ დამსაქმებლთან მოუხდა, ჩხუბის დროს კი ის მძიმედ დაჭრეს.

 

თუმცა, ინციდენტის შესახებ ამ დროისთვის სხვადასხვა ვერსიაც ვრცელდება. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ პროფილაქტკის ერთი-ერთი თანამშრომელი შემთხვევასთან დაკავშირებით “კვირასთან” დეტალებს ყვება. მისი განცხადებით, ჩხუბის ხმაზე გარეთ გამოვიდა და დაჭრილი ცოტნე გამსახურდია შენიშნა, რის შემდეგაც მანვე აღმოუჩინა პირველადი დახმარება.

 

“ჩხუბი იყო, ხმაური…მეტი არაფერი, მე არ შევსწრებივარ. გასროლის ხმა არ გამიგია… ჩხუბი და ხმაური იყო… ძალიან დიდი. არ ვიცი, რამდენი ადამიანი იყო იქ… როცა გარეთ გამოვედი, დავინახე, რომ ცოტნე დაჭრილი იყო კისრის არეში. როდესაც სასწრაფო მოვიდა, ის გონზე აღარ იყო…ჩვენს ხელში ჩაიკეცა. რაც ვიცი, ერთი ჭრილობა აქვს და თავი აქვს გახეთქილი. თავდამსხმელები, როგორც ვიცი, გაქცეულები არიან, არ ვიცი, როგორ გამოიყურებიან ისინი. როდესაც გამოვედით, ჩვენ აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება, პირსახოცი დავამაგრეთ ჭრილობაზე. ჭრილობა დანით ან ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ჩხუბები უბანში ხშირად ხდება, მაგრამ ცოტნეს კონფლიქტი არ გამიგია…მეტი არაფერი ვიცი”, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.


ცოტნე გამსახურდიას ამ წუთებში მე-9 საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კონსტანტინე გამსახურდიამ განუცხადა, რომელიც ადგილზე იმყოფება.

 

მისი ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჭრილობა გულ-მკრედის არეში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner