logo_geo
eng_logo
ლელა აქიაშვილი: ერთი კვირის ვადაში სამინისტროები წარმოადგენენ სისტემაში არსებულ პირველი რიგის პრობლემებს
- +

20 დეკემბერი. 2019. 11:03

 

 

 

„სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ერთი კვირის ვადაში სამინისტროები წარმოადგენენ სისტემაში არსებულ პირველი რიგის პრობლემებს და მათი გადაჭრის დროში გაწერილ გეგმას საჭირო რესურსების მითითებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

ლელა აქიაშვილმა  ყურადღება გაამახვილა   იმ საკითხებზე, რომელთა მიმართულებითაც მუშაობა გაგრძელდება.

 

„შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რასაც ყველა მხარე დაეთანხმა - პირველი, რესურსების პრიორიტეტული გამოყოფის აუცილებლობა ყველა უწყებაში ბავშვებთან მომუშავე თანამშრომელთა მუდმივი, განგრძობადი და სისტემური კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. ასევე, განათლების სამინისტროს მიერ ადრეული რისკების იდენტიფიცირებისა და ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბავშვზე მორგებული სპეციალიზებული დანაყოფების შექმნა. მშობლებისათვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე ზრდა და უწყებათაშორისი კოორდინაციის აუცილებლობა იმისათვის, რომ ბავშვს მიეწოდოს განგრძობადი და სრულყოფილი რეფერირების სერვისები“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციაში, ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია  მეზვრიშვილი უძღვებოდა, მინისტრების მოადგილეები, ექსპერტები, ფსიქოლოგები და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner