logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე სწრაფი რეაგირება იყო, ყველა გარემოების შესწავლის შემდეგ კითხვებს პასუხი გაეცემა
- +

20 დეკემბერი. 2019. 11:19

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე.

 

თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება.

 

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომლებმაც, თალაკვაძის განმარტებით, ცოტნე გამსახურდიას მაღალპროფესიონალური დახმარება აღმოუჩინეს.

 

„იმედი მაქვს, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს გუშინ და მაღალპროფესიონალური დახმარება აღმოუჩინეს ბატონ ცოტნეს. დიდი იმედი გვაქვს, ის მალე გამოჯანმრთელდება“ ,- აღნიშნა თალაკვაძემ.

 

რაც შეეხება გამოძიებას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამართალდამცველების მხრიდან ძალიან სწრაფი რეაგირება მოხდა და გარემოებების შესწავლის შემდეგ, არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა.

 

„დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცველების მხრიდან ფაქტებთან დაკავშირებით ძალიან სწრაფი რეაგირება იყო. როდესაც ყველა გარემოება იქნება შესწავლილი, უკვე გამოძიება გასცემს კითხვებზე პასუხს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner