20 დეკემბერს შვეიცარიაში 5 ატომური ელექტროსადგურიდან (აეს) ყველაზე მძლავრის მუშაობა შეაჩერეს. Deutsche Welle-ს ცნობით, აეს-ის გაჩერების საზეიმო ცერემონია პირდაპირი ეთერით, ტელევიზიით გადაიცემოდა. ქვეყანა ატომურ ენერგიაზე, ფუკუსიმაზე მომხდარი ავარიის შემდეგ უარს ამბობს.
ატომური ელექტროსადგურის დემონტაჟი მიულბერგში 2020 წლის 6 იანვარს დაიწყება და 2034 წელს დასრულდება.
ატომური ელექტროსადგური 47 წლის წინ ამუშავდა. დანადგარს რემონტი რამდენჯერმე ჩაუტარდა.