ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა. ირინა გაფრინდაშვილის თქმით, ხელისუფლებისგან ოჯახმა მიიღო პირობა, რომ ამ საკითხზე საერთაშორისო ჩართულობა კიდევ უფრო გააქტიურდება.
„შევხვდით გიორგი გახარიას, ირაკლი ჩიქოვანს და ზურაბ აბაშიძეს. მათგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ კიდევ უფრო გააქტიურდება საერთაშორისო ჩართულობა. რადგან ეს არის ბერკეტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი სათქმელი ის იყო, რომ მამა, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს,“-აცხადებს ირინა გაფრინდაშვილი.