logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი
- +

21 დეკემბერი. 2019. 15:33

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტს, რომლის ოდენობაც 738 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. დოკუმენტი, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა, საქართველოსაც ეხება, გამოხატავს რა „ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისადმი ერთგულებას, მათ შორის ქართველი სამხედროების NATO-ს მისიებში მონაწილეობის მიმართ“.

 

„კონგრესი ადასტურებს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ის არ სცნობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად”,-წერია დოკუმენტში.

 

დოკუმენტში საუბარია უკრაინისთვის 300 მილიონის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე, სამხრეთ საზღვარზე კედლის მშენებლობასა და კოსმოსის ძალების შექმნაზე.

 

შეგახსენებთ, ამერიკის სენატმა თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტი გასულ კვირას, 86-8 ხმით დაამტკიცა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner