„ოპოზიცია მიხვდება, რომ საპროტესტო აქციები უშედეგო იქნება და საპარლამენტო ფორმატს დაუბრუნდება“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისა და პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ არ შეიძლება სახელწიფო ინსტიტუტების დაბლოკვა. სახელწიფო ამას არ დაუშვებს და შესაბამისი რეაგირებაც გვექნება. ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობთ ქუჩის აქციებიდან საპარლამენტო ფორმატში გადმოსვლას, სადაც ვიმსჯელებთ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე. იმედია, ოპოზიცია მიხვდება, რომ საპროტესტო აქციები უშედეგო იქნება და საპარლამენტო ფორმატს დაუბრუნდება. მაგრამ თუ მაინც გადაწყვიტეს აქციების გაგრძელება, კი ბატონო, შეუძლიათ ჩაატარონ კანონის ფარგლებში. უბრალოდ, უნდა იცოდნენ, რომ თუ ეს დესტრუქციულ ხასიათს მიიღებს, თავს უფრო დაიზიანებენ. ამით ოპოზიცია თავისი თავის დისკრედიტაციას მოახდენს“,-აღნიშნავს გიორგი კახიანი.