logo_geo
eng_logo
ნანა ჩაჩუა: პრეზიდენტის განცხადება იყო ლაკონური, ცხოვრებისეული... ყველამ უნდა გაიაზროს
- +

23 დეკემბერი. 2019. 01:23

 

 

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ბოლო დროინდელი სუიციდის შემთხვევებს აანალიზებს და აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მთლიანად იზიარებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც იყო ლაკონური, ყოვლისმომცველი და სიღრმისეული.

"მე როგორც ფსიქოლოგი, დედა, მოქალაქე და ადამიანი ვისურვებდი, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გააცნობიეროს და გაიზიაროს ამ თემაზე პრეზიდენტის განცხადება. პრეზიდენტის განცხადება აღნიშნავს ტრაგედიის სიღრმეს და იმის აუცილებლობას, რომ სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა ივალდებულოს მომხდარის მიზეზების მაქსიმალურად აღმოფხვრა", - განაცხადა ნანა ჩაჩუამ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადებაში არის უდიდესი ფსიქოლოგიური და ცხოვრებისეული პრინციპი - აქ და ამჟამად. ანუ, როგორ შევხვდეთ და ვუპასუხოთ იმას, რაც არსებობს აქ და ამჟამად.

ნანა ჩაჩუა საზოგადოებას სთხოვს, ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება კარგად გაიაზროს და გააცნობიეროს.

მწუხარებასთან დამოკიდებულებაში ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, მწუხარებასთან დამოკიდებულებას სიბრძნე სჭირდება. როცა ემოცია მწუხარებას გადაფარავს, მაშინ მწუხარების შინაარსი იკარგება. ასეთ დროს გასააზრებელი და დასაფიქრებელი შეიძლება ხელიდან გაგვისხლტეს. მწუხარება არ უნდა შეურაცხვყოთ თუნდაც პოლიტიკური მოტივით. თუნდაც იმ შინაგანი აღტკინებით, სიბრაზით. ისტორიაში ამის არაერთი მაგალითი და ცხოვრებისეული გამოცდილება არსებობს. მწუხარება არის ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მოვლენა, იმისთვის, რომ წამით შეჩერდეს, დაყოვნდეს, რომ შემდეგ მომხდარი აზრში მოაქციოს", - აცხადებს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner