logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჯერ არ გადავსულვართ პროპორციულ არჩევნებზე და ხედავთ, უკვე რა პროცესებს აქვს ადგილი ოპოზიციის მხრიდან
- +

23 დეკემბერი. 2019. 11:36

 

„ჯერ არ გადავსულვართ პროპორციულ არჩევნებზე და ხედავთ, უკვე რა პროცესში შეჰყავდა ქვეყანა ოპოზიციას. წარმოგიდგენიათ, რა იქნება ქვეყანაში პროპორციული არჩევნების შემდეგ? ეს ადამიანები, რომლებსაც დღეს ხელში არაფერი არ უჭირავთ, გარდა დესტაბილიზაციისა და პროვოკაციებისა, მანდატების რაღაც რაოდენობას რომ მოიპოვებენ პარლამენტში, თუ წარმოგიდგენიათ, რას გააკეთებენ? მზად იყვნენ, მთელი სახელმწიფო დაებლოკათ, ოღონდ თავისი მიეღოთ! კოალიციის შექმნა გამოვა მათთან?! ან მთავრობის დაკომპლექტებაზე შეთანხმება?! - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ პირდაპირ  ეთერში განაცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრა და შესაბამისი მაგალითები დაასახელა.

 

„პროპორციული არჩევნების შემოღებამ უკვე ამ ორი წლის განმავლობაში არაერთ,  ჩვენზე ბევრად განვითარებულ სახელმწიფოებში - გერმანიაში, ბელგიაში, ლატვიაში, იტალიაში გამოიწვია კრიზისები. ბოლო მაგალითია ისრაელი, სადაც ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამე არჩევნებს  ატარებენ -  იქაც სამთავრობო კრიზისია. ჩატარდა არჩევნები, დიახ, პროპორციულად განაწილდა მანდატები ისე, როგორც ხალხმა ხმა მისცა პარტიებს, მაგრამ საბოლოო ჯამში რა მოხდა: იმ ხალხისვე ინტერესების საზიანოდ, პარლამენტები მთავრობის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ.  შესაბამისად, ზოგან ექვსი თვით, ზოგან სამი თვით, ზოგან უკვე ერთი წლით ბლოკირებული და პარალიზებულია სამთავრობო და მმართველობის პროცესი.  მთავრობის შექმნა სანახაობა და შოუ ხომ არ არის? მთავრობა თუ არ შეიქმნა, გადაწყვეტილებები ვეღარ მიიღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, პენსიებზე, რეფორმებთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკაზე. ფაქტობრივად, ქვეყანა არის გაჩერებული. და ეს ოპოზიცია რომ გაჩერებას აირჩევს, ვიდრე რაიმეზე შეთანხმებას, უკვე არაერთხელ გამოჩნდა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner