logo_geo
eng_logo
კახაბერ კუჭავა: აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იყო წარმატებული და საუბარი ორ მეგობარს შორის
- +

23 დეკემბერი. 2019. 19:37

 

 ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და საჭირო ვიზიტი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგრძნობოდა ცალმხრივად ინფორმაციის მიწოდების სიჭარბე და აუცილებელი  იყო ჩვენი მხრიდანაც დაფიქსირებულიყო ფაქტები და პოზიციები. საპარლამენტო დელეგაციის წლის ბოლო შემაჯამებელი ვიზიტი იყო წარმატებული და  ეს    ნამდვილად იყო საუბარი ორ მეგობარს შორის“, - აღნიშნა  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავამ აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.

 

მისივე თქმით, ყველა შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა კონგრესმენებთან, სენატორებთან თუ კვლევით ორგანიზაციებში, განსაკუთრებულად ხაზგასმით იყო აღნიშნული ის მნიშვნელოვანი და ძლიერი თანამშრომლობა, რომელიც დღეს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქვს.

 

დღეს, ამერიკასთან გვაქვს ისეთი  ძლიერი თანამშრომლობა, როგორიც არ ყოფილა არასდროს.  ჩვენ  მეტი უნდა ვიმუშაოთ, მიღწეულ შედეგზე არ უნდა გავჩერდეთ და უფრო წარმატებულები უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

 

კახაბერ კუჭავას განცხადებით, ამერიკული  მხარე არ ერევა იმ საკითხის გადაწყვეტაში, თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება საქართველოში. მისივე თქმით, რამდენჯერმე დაისვა შეკითხვა იმის თაობაზეც, თუ რატომ არ ხდება მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა. 

 

არავის უთქვამს, რომ რაიმე  უნდა გვასწავლოს. პირიქით, ისინი არ ერევიან რა საარჩევნო  სისტემა იქნება საქართველოში არჩეული. ამ საკითხთან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. უბრალოდ, ვერ მოხდა პირობის შესრულება და რაც ყველაზე მთავრია, ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ ის დემონსტრაციები, რომელიც მიმდინარეობს,  უნდა ჩატარდეს მშვიდობიანად და ყოველგვარი აგრესიის გარეშე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

 

კახაბერ კუჭავას თქმით, ამერიკულმა მხარემ ცალსახად აღნიშნა,  რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა მიღებული იქნა მათი დიდი მონაწილეობით, ექსპერტების ჩართულობით და დღეს, უკვე არსებოს გამჭვირვალე პროცესი, რომლითაც აირჩევა  მოსამართლეები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner