logo_geo
eng_logo
facebook -ში ასობით გვერდის წაშლაზე საქართველოს პროკურატურა გამოძიების დაწყებას არ გეგმავს
- +

23 დეკემბერი. 2019. 22:40

 

 

პროკურატურა ფეისბუქის განცხადებაზე, რომელიც ასობით გვერდის წაშლას უკავშირდება, გამოძიების დაწყებას არ აპირებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

 

შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, რომ ფეისბუქის განცხადება რეაგირებას საჭიროებს.

 

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ წაშლილი ჯგუფებისა და მომხმარებლების უკან მდგომი პირების ქმედებებში, შესაძლოა, რამდენიმე დანაშაულის ნიშანი იკვეთებოდეს, შესაბამისად, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner