პროკურატურა ფეისბუქის განცხადებაზე, რომელიც ასობით გვერდის წაშლას უკავშირდება, გამოძიების დაწყებას არ აპირებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, რომ ფეისბუქის განცხადება რეაგირებას საჭიროებს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ წაშლილი ჯგუფებისა და მომხმარებლების უკან მდგომი პირების ქმედებებში, შესაძლოა, რამდენიმე დანაშაულის ნიშანი იკვეთებოდეს, შესაბამისად, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.