logo_geo
eng_logo
კახა კალაძე ოპოზიციას: არ ინერვიულოთ თბილისის ბიუჯეტზე, ისედაც ბევრი გაქვთ სანერვიულო
- +

24 დეკემბერი. 2019. 10:27

 

მინდა, დავამშვიდო ოპოზიცია, რომ თბილისის ბიუჯეტზე და განსახორციელებელ პროექტებზე არ ინერვიულონ. როგორმე ჩვენ მოვუვლით ბიუჯეტსაც და გავაკეთებთ იმ პროექტებს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი 27 დეკემბრისთვის უკვე იქნება წარდგენილი საკრებულოში.

 

დიდი იმედი მაქვს, რომ დამტკიცდება, რადგან მნიშვნელოვანია ორი ძირითადი პრიორიტეტი. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მეორე, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება არის ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. არანაირი ბიუროკრატიული ხარჯი არ არის გაზრდილი. ოპოზიცია მინდა, დავამშვიდო, რომ არ ინერვიულონ. ისედაც ბევრი აქვთ სანერვიულო არსებული რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე. მინდა, დავამშვიდო, რომ თბილისის ბიუჯეტზე და განსახორციელებელ პროექტებზე არ ინერვიულონ. როგორმე ჩვენ,  დედაქალაქის მთავრობა მოვუვლით ბიუჯეტსაც და გავაკეთებთ იმ პროექტებს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner