logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მაღალ შეფასებას ვაძლევთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს
- +

24 დეკემბერი. 2019. 10:51

 

„მაღალ შეფასებას ვაძლევთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს, ასევე მხარს ვუჭერთ დიალოგს საარჩევნო რეფორმაზე“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს.

 

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დარჩეს დემოკრატიული პრინციპების, პიროვნული თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ერთგული და უზრუნველყოს, რომ სასამართლო და პროკურატურა იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოსთან კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner