logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ორი დღეა, „ნაცების“ ბოტების ქარხანა უღირსი მეთოდებით მებრძვის
- +

24 დეკემბერი. 2019. 12:17

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აცხადებს, რომ ორი დღეა, „ნაცების“ ბოტების ქარხანა განსაკუთრებულად უღირსი და უზნეო მეთოდებით ებრძვის.

 

„პირველ ჯერზე, არ ვიკადრე შეპასუხება, ისედაც, ჩემთვის სრულიად უცნობმა ხალხმაც კი, ისე სასტიკად უპასუხა და გადაუარა, რომ ჩემგან აღარ იყო საჭირო რაიმეს დამატება, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სწორი დასკვნები გამოეტანათ, როგორც სჩვევიათ, კიდევ უფრო დაიბოღმნენ და ჩვეული სიცრუით და ცილისწამებით ცადეს ჩემი დაზიანება.

 

პირველი, ნაცებისგან განსხვავებით, მე ჩემი ნაცხოვრები წლების და ბიოგრაფიის თითოეული დღით ვამაყობ, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინე და შევცვალე უკეთესობისკენ. მათ კი რცხვენიათ საკუთარი წარსულის, ეზიზღებათ აწმყო და ეშინიათ მომავლის. სწორად კი გეშინიათ, ფარჩაკებო, რადგან აქ არის მთავარი განსხვავება ჩვენს შორის.

 

ახლა იმ სურათის შესახებ, რომელიც სინამდვილეში საპროტესტო აქციაზეა გადაღებული. მე 2004 წლიდან ვარ შშმ პირთა სამოქალაქო მოძრაობაში. ბევრი პროტესტი გვქონია, ხან ყვითელ არაადაპტირებულ ავტობუსებს ვაპროტესტებდით, ხან არაადაპტირებულ გარემოს, ხან გადასასვლელი ხიდის საშინელ პანდუსებს, ხან პარკინგი რომ არ გვქონდა, იმას, ხან პლეხანოვი რომ გაკეთდა და ერთი პანდუსიც არ მოეწყო, პარაოლიმპიური კომიტეტი როგორ წაგვართვეს, ეგ ცალკე ისტორიაა და სხვა დროს მოვყვები. ამ აქციებზე იყო, რომ ხან ძალას იყენებდნენ, ხან კიდე გასანეიტრალებლად მოდიოდნენ, რას აპროტესტებთ, იქნებ გეთანხმებით, ვიმეგობროთო, თუ ვინმეს ვიცნობდით, იმას აგზავნიდნენ. ყველაზე უბადრუკი ის არის, რომ აქცია, რომელიც რეალურად საპროტესტო იყო და ეტლით მოსარგებლეები ვაპროტესტებდით პარკინგზე ჩვენი უფლებების არარსებობას და არადაპტირებულ გარემოს, სხვანაირად უნდათ წარმოაჩინონ. არც ამჯერად გამოგივათ რამე, თქვენი სიცრუის მანქანა, თქვენი მონების იქით, არ მუშაობს!“  - წერს რატი იონათამიშვილი.

 

ამასთან, დეპუტატი იმდროინდელი საპროტესტო აქციების რამდენიმე ფოტოსაც აქვეყნებს.

 

„კიდევ ბევრი მაქვს არსენალში, ფოტოებიც და ვიდეოც. ბოლომდე გაგაფარჩაკებთ, არც იოცნებოთ!“ - წერს იონათამიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner