logo_geo
eng_logo
25-დან 31 დეკემბრამდე „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს
- +

24 დეკემბერი. 2019. 20:26

 

 


ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო,  „საქართველოს რკინიგზა“  დამატებით რეისებს ნიშნავს.

 

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით რეისები შესრულდება 25, 26,27,28, 29,30 და 31 დეკემბერს, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით 26,27,28,29,30, და 31 დეკემბერს.

 

დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

 

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877

გასვლა              ჩასვლა               გამოსვლა        ჩამოსვლა

08:50     14:30     19:10     0:35

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807

გასვლა              ჩასვლა               გამოსვლა        ჩამოსვლა

10:30     15:30     17:00     22:00

 

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Gეორგიან ღაილწაყ თიცკეტს მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (ღაილწაყ.გე; ტკტ.გე; Bილეტები.გე; მატარებელი.გე); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

 

,,საქართველოს რკინიგზა” გილოცავთ დამდეგ ახალ წელს  და ბედნიერ მგზავრობას  გისურვებთ!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner