პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემას ეხმიანება და აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში, ადამიანების ლანძღვა და აგრესიის გავრცელება, ამ პრობლემას, კიდევ უფრო ამძაფრებს.
„პოლარიზაცია დღევანდელი მსოფლიოს ძალიან დიდი სენია, არა მხოლოდ საქართველოსი. ამაზე მუდმივად ვსაუბრობ, მაგრამ ისიც ვიცი, რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში. ეს დიდწილად დაკავშირებული არის სოციალურ ქსელებთან, იმასთან, რომ ადამიანები ძალიან ხშირად გამოთქვამენ თავიანთ უკიდურეს გრძნობებს და ეს პოლიტიკასაც როცა ეხება, ძალიან ამძაფრებს სიტუაციას.
ამიტომ, ჩემი პირველი დანიშნულება, ალბათ, არის მაგალითი. თუ შეამჩნევდით, არ ვპასუხობ, არც ერთ პირდაპირ შეურაცხყოფას, დარტყმას, რადგან მიმაჩნია, არ შეიძლება, გადავიდეთ ამ რეჟიმში და ვიღაც მაინც უნდა აჩვენებდეს ამის მაგალითს“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდეტნმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.