logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანა, რომ ააშენო, საჭიროა, რაღაც გვერდზე გადადო, შენს ქვეყანას რაღაც შესწირო
- +

25 დეკემბერი. 2019. 00:06

 

 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საჭიროა შენს ქვეყანას რაღაც შესწირო, რაღაც გვერდზე გადადო, იმისთვის, რომ ქვეყანა აშენდეს.


თუ არ იქნება განცდა, რომ ვაშენებთ ქვეყანას და ამისთვის საჭიროა, რაღაც გვერდზე გადადო, შენს ქვეყანას რაღაც შესწირო, ქვეყანა არ აშენდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალი ხედვისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.


ქართულ დიასპორაზე საუბროსას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სამშობლოს ცნება ღრმად დევს ქართველში, ამას მოწმობს ისიც, რომ  საქართველომ გაუძლო ბევრ სირთულეებს და აქამდე მოვიდა.

მისივე მოსაზრებით, ეს ძალა ღრმად დევს ქართველებში და ყველა ემიგრანტის სურვილია სამშობლოში დაბრუნება.

კარგად ვიცნობ ძველ დიასპორას, ახალ დიასპორას, სხვადასხვა ფორმის პროფესიონალები არაპროფესიონალები და ძალიან განსაკუთრებული არის ჩვენი დიასპორა სხვებთან შედარებით ამ კუთხით. ქართველებში დევს ის სურვილი, რომ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში და აქ მოახდინოს თავისი თავის რეალიზაცია. ვარ ოპტიმისტი, რა ვქნა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ჟურნალისტის კითხვაზე, რა იქნება უცხოეთში წასულებისთვის უკან დაბრუნების მოტივაცია, სალომე ზურაბიშვილმა უპახუსა: - „რატომ დავბრუნდი მე? ხომ არ გიფიქრიათ? დასაქმება არ მჭირდებოდა“. 

 

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა,  თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენებით და კავშირებით დღეს, შესაძლებელია იყო სხვა ქვეყანაში და ამ დროს სამშობლოსთვის მუშაობდე.

არ იყო ფიზიკურად ქვეყანაში. ან იყო ფიზიკურად დროებით, მიდიოდე-მოდიოდე. ანუ, ყველა ვარიაცია არსებობს და არა მხოლოდ საქართველოსთვის. ჩვენ ზოგჯერ გვჭირდება გასვლა გარეთ და დანახვა, როგორ არის დღევანდელი მსოფლიო. ეს პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არსებობს ყველა ქვეყნებისთვის, იგივე ძალიან განვითარებული ქვეყნებისთვის, რომლიდანაც მიდიან ასევე სხვა ქვეყნებში, რომ მოიპოვონ, რაღაც სხვა პირობები, სხვა განათლება, ან სხვა უფრო მეტი თავისუფლება ინიციატივებში. ეს ეხება ევროპიდან ამერიკაში წასულებს და ა.შ. ასე რომ, აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ცირკულარული მიგრაცია არის თემა, რომელზედაც მე ვსაუბრობდი თავის დროზე, როდესაც ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი.  შენ შეგიძლია, წახვიდე  2-3 წლით, დაბრუნდე, აქ იმუშაო ორი-სამი წელი, მერე ისევ წახვიდე. ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ შენ შეიძლება ამ პირობებში მაინც და მაინც მთელი შენი ოჯახი არ წაიყვანო, არ ჩათვალო, რომ შენ მიდიხარ და მიდიხარ. გაქვს საშუალება, რომ გაეცნო იქაურ ცხოვრებას და დაინახო ის, რომ არც ისე ადვილი არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველო უახლოეს მომავალში შეძლებს ემიგრანტების უკან დაბრუნებას, არა უკეთესი მატერიალური პირობების, არამედ ქვეყნის აშენებაში მონაწილეობის სურვილით.

  

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner