logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: სააკაშვილი საქართველოშიც ზუსტად იმ მეთოდით ცდილობს ხელისუფლების დამხობას, როგორც ამას კიევში აპირებდა...
- +

25 დეკემბერი. 2019. 17:10

 

„სააკაშვილი საქართველოშიც ზუსტად იმ მეთოდით ცდილობს ხელისუფლების ჯერ პარალიზებას და შემდეგ დამხობას, როგორც ამას კიევში აპირებდა...“ - ამის შესახებ პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„უკრაინის „ესბუმ“ შესანიშნავად იმუშავა და დააპატიმრა კურიერი, რომელსაც სააკაშვილთან პუტინის ფული მიჰქონდა. სწორედ ამიტომ გააძევეს სააკაშვილი უკრაინიდან. ზოგადად, ასეთ ოპერაციას „აგენტის ნეიტრალიზაცია“ ეწოდება, ანუ მოხდა სააკაშვილის გაშიფვრა, რომელსაც უკრაინის სპეცსამსახურებმა დიპლომატიურად უთხრეს და აგრძნობინეს - „არ გკლავთ, არ გერჩით, იყავი, იცხოვრე, მაგრამ იცოდე, რომ შენს შესახებ ყველაფერი ვიცით!“

 

სააკაშვილი რომ რუსეთის აგენტია, ყველაზე უკეთ მაშინ გამოჩნდა, როცა დონბასში გახურებული ომის დროს „ქართული ლეგიონი“ პოზიციებიდან მოხსნა და კიევში, „არსენალის“ ქარხნის ტერიტორიაზე დააბანაკა.

 

ეს იყო ღალატი და უკრაინისთვის ზურგში მახვილის ჩაცემა. ის თავმოყვარე და ვაჟკაცი ქართველი სამხედროები, რომლებმაც სააკაშვილის ბინძურ პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობა არ ისურვეს, უკრაინის არმიას შეუერთდნენ და დაახლოებით ოცდაათმა კაცმა პატიოსნად გააგრძელა სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლა.

 

სხვათაშორის, სააკაშვილი საქართველოშიც ზუსტად იმ მეთოდით ცდილობს ხელისუფლების ჯერ პარალიზებას და შემდეგ დამხობას, როგორც ამას კიევში აპირებდა, როცა „კარვების ქალაქი“ მოაწყო“, - აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner