logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: ნაცებს ბოტებად და ტროლებად ჰყავთ გამოცხადებული ყველა, ვინც მათ მხარს არ უჭერს
- +

25 დეკემბერი. 2019. 17:59

 

„სააკაშვილს იმდენი ფული აქვს მოპარული, უცხოელი ლობისტების დასაქირავებლად კიდევ დიდხანს ეყოფა“,- ამის შესახებ მედიამენეჯერი და საინფორმაციო „ ეს პერსონას“ დამფუძნებელი კოკა ყანდიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ნაცებს ბოტებად და ტროლებად ჰყავთ გამოცხადებული ყველა, ვინც მათ მხარს არ უჭერს და ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალებას არ აძლევს, ასეთი კი, საბედნიეროდ, თითქმის მთელი საქართველოა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ბევრი სისაძაგლის ჩადენას იმიტომაც ახერხებს, რომ „ქართული ოცნება“ დასავლურ ლობისტებთან აქტიურად არ მუშაობს, სააკაშვილს კი იმდენი ფული აქვს მოპარული, უცხოელი ლობისტების დასაქირავებლად კიდევ დიდხანს ეყოფა. ერთი სიტყვით, „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებს რესურსს, რომ ქვეყანას ზიანი მოუტანოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი და პირველი ქალი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დასავლურ სამყაროში ნაცების მიერ დეზინფორმაციის ტირაჟირებას სერიოზულად შეაფერხებს“,- აღნიშნავს კოკა ყანდიაშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner