„ისტერიულობა, ბოქლომებითა და აყროლებული ნივთიერებებით სირბილი კარგს არაფერს მოგვიტანს...“ - ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„დესტრუქციულ ოპოზიციას უნდა უთხრან, მოეშვან ამ ასაკის ბავშვებს, მათთან მუშაობა ძალზე რთულია. ნუ ანგრევენ ფსიქიკას, ნუ ავირუსებენ, ნუ თრგუნავენ, ნუ ახდენენ თვითმკვლელობის წახალისებას, აცადონ ცხოვრება.
ოპოზიცია იყენებს მათ ემოციებს და ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ახალგაზრდობაზე. ისტერიულობა, ბოქლომებითა და აყროლებული ნივთიერებებით სირბილი კარგს არაფერს მოგვიტანს, თითქოს საქართველოს ჭინკები შემოესივნენ. ოპოზიცია, ოღონდაც პროპორციულ არჩევნებს მიაღწიოს, ყველა გზას მიმართავს. არადა, ეს გზა დამღუპველია საქართველოსთვის, ოპოზიციის განუვითარებლობის ამ ეტაპზე პროპორციული არჩევნები არ შეიძლება, მთავრობამ ეს რომ დაუშვას, პირველივე სხდომაზე საპარლამენტო გადატრიალება მოხდება“, - აღნიშნავს მაია ნიკოლეიშვილი.