logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მომავალი წლისთვის, ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ, ნორვეგიიდან
- +

25 დეკემბერი. 2019. 23:02

 

წლევანდელ საახალწლო ნაძვის ხესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს თბილისის მერი კახა კალაძე პასუხობს და აცხადებს, რომ ნაძვის ხის შერჩევისას მთავარი პრინციპი ის იყო, რომ ბუნებრივ ნაძვს მაქსიმალურად მგვანებოდა. 

მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან. წლების განმავლობაში ნაძვის ხე სამკუთხედი ხუფის სახით გვქონდა. ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მერიის მიერ ორგანიზაებულ საახალწლო ღონისძიებას დაესწრო, ასევე, მათაც,  ვისაც გულით უნდოდა  მისვლა და ვერ მოახერხა.

 

როგორც თბილისის მერმა ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა, მომავალი წლისთვის, ეცდება, ნატურალური ნაძვის ხე ნორვეგიიდან ჩამოიტანოს. 

 

მისი თქმით, დღეიდან 13 იანვრამდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე დასწრება მოქალაქეებს ორ ლოკაციაზე, პირველი რესპუბლიკის და ორბელიანის მოედანზე შეეძლებათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner