საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, მისი უფრი ძმა კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც წერს, რომ პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი განიხილება.
„ამჟამად მდგომარეობა ასეთია: ცოტნე მართვით სუნთქვაზე რჩება, ნარკოზის მდგომარეობაში. ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. ახლა დგას საკითხი მისი გადაყვანისა საზღვარგარეთის, რომელიმე წამყვან კლინიკაში, სადაც გარკვეულ ხანში, როდესაც ამის დრო იქნება, მოხდება მისი გამოყვანა ნარკოზიდან, გაგრძელდება მკურნალობა და ამის შემდგომ გადავა რეაბილიტაციაზე. ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა შესაბამის კლინიკაში ტრანსპორტირებითვის“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.