„კონკრეტულად გვარამიას ტელეარხს რაც შეეხება, ეს არის სააკაშვილის კაბინეტი“, - ამის შესახებ მედიამენეჯერი და საინფორმაციო „ ეს პერსონას“ დამფუძნებელი კოკა ყანდიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„ყველა, ვინც ჟურნალისტიკაში, მედიამენეჯმენტსა თუ კომუნიკაციაში მეტ-ნაკლებად ერკვეოდა, ნაცებმა ამ პროფესიას განარიდეს და მხოლოდ ისინი დატოვეს, ვინც მათ ძირითად პრინციპებს - ბოროტებას, უზნეობას, უნამუსობას, ანტისახელმწიფოებრიობასა და ანტიქართველობას დაექვემდებარებოდა.
კონკრეტულად გვარამიას ტელეარხს რაც შეეხება, ეს არის სააკაშვილის კაბინეტი, სადაც საქართველოს მტრები სხედან და მთელ ერს ტყუილებით ზაფრავენ.
დიახ, ყოვლად შეუძლებელია, ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე ამ ქვეყნის მოკეთეები იყვნენ, ისინი ჩვეულებრივი მტრები არიან, რომლებიც ტელეეკრანიდან მხოლოდ ბოროტებას აფრქვევენ.
და, საერთოდ როცა ტროლებსა და ბოტებზეა საუბარი, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს მთავარი ბოტი და ტროლი მიხეილ სააკაშვილია“,- აღნიშნავს კოკა ყანდიაშვილი.