logo_geo
eng_logo
რუსეთში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში გამოიყვანენ
- +

27 დეკემბერი. 2019. 01:22

 


საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, საქართველოში გადმოიყვანენ იმ მგზავრებს, რომლებიც რუსეთის ქალაქ ლიპეცკთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქად დაშავდნენ და მათი ტრანსპორტირება შესაძლებელია.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რ-ის, დასახლებულ პუნქტ იარკინო-ს მიმდებარედ 26 დეკემბერს მაგისტრალზე მოხდა, რომლის დროსაც ამოტრიალდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.

 

პირველადი მონაცემებით ავტობუსით მგზავრობდა 19 პირი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 17 მგზავრი, მათგან 7 გადაყვანილია სტაციონარში და უტარდებათ საჭირო სამედიცინო დახმარება.  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 პირი.

 

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

 

მოქმედებს ცხელი ხაზი. პირველივე შესაძლებლობისთანავე რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს სექციის თანამშრომელები გაემგზავრებიან შემთხვევის ადგილზე და დაშავებულებს მოინახულებენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner