logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება
- +

27 დეკემბერი. 2019. 02:02

 

 

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, გამსახურდიას კომპიუტერული ტომოგრაფია უკვე ჩაუტარდა.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ახლა გაუკეთეს კომპიუტერული ტომოგრაფია. გადაწყდა, ცოტა ადრე გაეკეთებინათ, ხვალ დილით ვაპირებდით, მაგრამ მცირე უმნიშვნელო მიზეზების გამო ჩავატარეთ დღეს. შეინიშნება დადებითი დინამიკა, მცირე გაუმჯობესება არის, რამდენადაც დრო ამის საშუალებას გვაძლევს, რამდენიმე დღეა გასული და ველოდებით ახლა მაინც უცხოეთში გადაყვანას, რომ მოსალოდნელი გართულებებისთვის მზაობა იყოს“, – განაცხადა ჯაბაურმა.

 

მისი თქმით, მოცემულ ეტაპზე დამატებით ქირურგიული ჩარევა არ არის დაგეგმილი.

 

პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 5 ადამიანი 20 დეკემბერს დააკავა. 22 დეკემბერს სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner