logo_geo
eng_logo
„პანდა“: ჩვენს რესურსებში მართლაც ვაკრიტიკებდით „ნაციონალურ მოძრაობას“, ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით
- +

27 დეკემბერი. 2019. 10:38

 

„იმ უამრავი ბრალდებიდან, რომელიც მედიამ მოგვაკერა ჩვენ ვადასტურებთ მხოლოდ მცირე ნაწილს“, - ნათქვამია „პანდას“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

„იმ უამრავი ბრალდებიდან, რომელიც მედიამ მოგვაკერა ჩვენ ვადასტურებთ მხოლოდ მცირე ნაწილს. ფეისბუქი გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბრობს ჩვენი მხრიდან ოპოზიციის კრიტიკაზე, დიახ ჩვენ, ჩვენს რესურსებში მართლაც ვაკრიტიკებდით ოპოზიციას, უფრო კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ ამას არ ვაკეთებდით ქართული ოცნების სიყვარულით, არამედ ვაკეთებდით ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით, რადგან ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გვაქვს გამოცდილი. თქვენთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გვჯეროდა და გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთჩვენი ვალდებულებაა, რომ  თავისუფლების წართმევის მცდელობით მიღებული ტკივილები, რომელიც 51- სკოლაში ჩვენმა კლასმა გამოვიარეთ, მომავალში არცერთმა ადამიანმა  აღარ იგრძნოს. ისტორია ასეთიამერვე კლასში ვიყავით, როცა ერთ-ერთ გადაცემაში გავაგზავნეთ პლაკატი. მაშინ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და  დიქტატურას ვაკრიტიკებდით. მეორე დილიდანვე ჩვენს მიმართ  პოლიციის  მხრიდან დაიწყო დევნა და ფსიქოლოგიური ტერორი. იმავე დღეს ჩვენი მეგობრის  მამა სახელწიფო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ ჩვენი დაჭერით. 51- სკოლის დირექტორმა - ამჟამად ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით ლაგვილავამ - დაშალა ჩვენი კლასი, თუმცა, ვერ დაშალა იდეა, რომელსაც დღემდე ვემსახურებით. დღეს ჩვენი მორალური ღირებულებები ეფუძნება იმას, რომ თქვენ და თქვენმა შვილებმა იგივე არ გამოსცადოთ“, - ნათქვამია „პანდას“ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner