logo_geo
eng_logo
მხილება: ვინ იყო ის სადისტი, ავტომატგადაკიდებული „დემოკრატი“?
- +

28 დეკემბერი. 2019. 00:05

 

მხილება N 10

ავთანდილ რცხილაძე (უზენაესი საბჭოს დეპუტატი 1990-91წ.):  “როცა თავისუფლების მოედნიდან პუტჩისტებმა გამიტაცეს და თბილისის ზღვაზე სამხედრო დეზერტირ თენგიზ კიტოვანის ბუნაგში მიმიყვანეს, ჯერ საშინლად მცემეს, მაწამეს, მერე სარდაფში ჩამაგდეს, სადაც მწამებელი, ავტომატგადაკიდებული „დემოკრატი“ გიგა ბოკერია შემოვიდა. ჩემთან ერთად, ასევე გატაცებული იყო თბილისის მაშინდელი მერი, თამაზ ვაშაძე, კარგი ადამიანი.  მახსოვს, მაშინ გუშაგს ვკითხე, ვინ იყო ის სადისტი ახალგაზრდა, უზბეკს რომ ჰგავს-მეთქი? მან მიპასუხა, ის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ნანა ალექსანდრიას შვილი, გიგა ბოკერია არისო. ეს ნაძირალა იყო ჩვეულებრივი მწამებელი-სადისტი” .

 

სანდრო ბრეგაძე (1991 წელს ზვიად გამსახურდიას მომხრე სტუდენტთა ლიდერი): 1992 წლის იანვრის ბოლოს ზვიად გამსახურდიას მომხრე უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო ახალგაზრდული აქცია გავმართეთ, მიტინგის დაწყებიდან დაახლოებით 15-20 წუთში პირველ კორპუსთან გაჩერდა, რამდენიმე ათეული მანქანა, საიდანაც გადმოხტნენ ავტომატებით შეიარაღებული მხედრიონელები, ისინი სისხლმოწყურებული მხეცებივით დაერიენ 18-19 წლის ბავშვებს, დაიწყეს ავტომატური იარაღიდან უმისამართო სროლა და დაპატიმრებები. ამ არეულობაში დავინახე შეიარაღებული გიგა ბოკერია, რომელიც ბაღის შუაში იდგა და მიუთითებდა მხედრიონელებს თუ ვინ იყო ე.წ.ზვიადისტი-სტუდენტი, ვინ უნდა ეცემათ და დაეჭირათ. ბოკერია ერთგვარი “ნასედკა” იყო, რომელიც აბეზღებდა და წამებისთვის იმეტებდა თანაკურსელებს, ჯგუფელებს თუ სხვა სტუდენტებს. იმ დღეს, დაპატიმრებული ბავშვებიდან ბევრი დაასახიჩრეს, ბევრს უმოწყალოდ სცემეს და ციხის დილეგში ჩააგდეს” !!!
— აი, ეს ავაზაკი არის დასავლური დემოკრატიის სიმბოლო საქართველოში, - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner