„ნაციონალური მოძრაობის მთავარი ფუნდამენტური შეცდომა ის არის, რომ ისინი ვერ ითვალისწინებენ ერთ მთავარ ამბავს - ყველა ჯერზე, როდესაც ქართველი ხალხი ხელისუფლებას ცვლიდა, ის ცვლიდა უკეთესით”, - განაცხადა ტვ “იმედის” დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური შეცდომა ის არის, რომ ისინი საკუთარი წარმატების მძევლები არიან:
„2003 წელს იმ ტექნოლოგიით, რომლითაც ეს პოლიტიკური გუნდი გამოვიდა შევარდნაძის უპერსპექტივო ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს აგრესიული კმარას ესთეტიკა, რომელმაც მაშინ გაიმარჯვა და ამ გამარჯვების მძევლები არიან ისინი. ადამიანები ფიქრობენ, რომ ამან ერთხელ, რომ იმუშავა მეორედაც იმუშავებს, შესაბამისად შეპყრობილები ამ ერთი და იგივე ტექნოლოგიური ილეთით თუ ფანდით ცდილობენ გავიდნენ ფონს. ამ პერიოდში მობერდნენ, მოსუქდნენ, მომჩვარდნენ უკვე შვილებით დადიან მალე შვილიშვილებით დაიწყებენ სიარულს მზიურის და ქართული ხმების მეორე თაობასავით გამოდიან, მაგრამ არ იცვლიან მთავარს - ამ აგრესიულ ესთეტიკას და ეთიკას, მიღწევის სურვილს ამ ამოცანის გადაჭრისა და ძალადობრივ მეთოდს”, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმს.
როგორც ლაშა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, ყოველთვის არსებობდა უკეთესი ალტერნატივა და შევარდნაძის ალტერნატივა მაშინ ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორები იყვნენ:
„ყოველთვის არსებობდა უკეთესი ალტერნატივა შევარდნაძის ალტერნატივა მაშინ იყვნენ ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორები, ხოლო ამ ახალგაზრდა ძალადობაში და მანიპულაციაში გარყვნილი ახალგარზდა რეფორმატორები სააკაშვილის ხელისუფლების, ალტერნატივა იყო არა რევანში, როგორც ეხლა ესენი აპირებენ ან ცდილობენ, რომ მუმიები, ძველი შევარდნაძე და ნომენკლატურა, იყო ბიძინა ივანიშვილი, იდეა და არა ადამიანი, რომლის ფულის თვლა დაიწყეს, დღესაც გამოუქვეყნეს 500 მილიონით გამდიდრდაო აქციების ფასი, ფულის თვლა დაიწყეს როცა უნდა ეთვალათ მისი სოციალური კაპიტალი, ნდობა ქართველი ხალხისა მის მიმართ, აი ეს არის ფუნდამენტური შეცდომა, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ ერთს, რომ ისინი არ არიან ვალიდური ალტერნატივა „ქართული ოცნების“. ისინი ვერ ითვალისწინებენ როგორ სძულთ ისინი იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან ბევრი რამე წაართვეს, ატკინეს, აწყენინეს და ამ პერიოდში სინანულის გარეშე, შეცდომების აღიარების გარეშე ცდილობენ ისევ ძალადობით მოახვიონ თავზე და მეორე - აუცილებლად უნდა ვთქვა, ძირითადი წანამძღვარია მათი მცდარი. ისინი დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ ქართველმა ხალხმა მათ ცხრა წლიანი მმართველობის ჯამურად კი არ გამოუტანა განაჩენი, ისინი დარწმუნებულები არიან რომ მოხდა რაღაცა ტიპის სპეცოპერაცია, რომ არსებობდა რაფალიანცის ინციდენტი და ციხის კადრები, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ბიძინას ფულთან ერთად, რომლის ტექნოლოგია, პოლიტტექნოლოგიამ დაამარცხა, მათ ასე გონიათ, ჩემი აზრით მანდაა ყველაზე დიდი შეცდომა. ეს წანამძღვარი, ეს დაშვება არის მცდარი. ამ მცდარ დაშვებაზე და წანამძღვარზე აშენებენ ისინი თავის ლოგიკას და ეძებენ იმის ანალოგიებს, იმისა რამაც არ განაპირობა მათი მარცხი, იმიტომ რომ ციხის კადრები არ იყო ახალი ამბავი იმ ხალხისთვის, ვინც სააკაშვილის შეცვლას ფიქრობდა და იმედოვნებდა. ციხის კადრები იყო მხოლოდ მტკიცებულება იმის, რაც ისედაც იცოდა ქართველმა ხალხმა. ციხის კადრებს ჰქონდა, რა თქმა უნდა, რაღაცა ტიპის მნიშვნელობა და ჰქონდა ნაციონალური ადმინისტრაციის ბიუროკრატიისათვის, როდესაც მათ მორალური უპირატესობა დაკარგეს და ვეღარ შეძლებს სერვილურები და ოპორტუნისტები დარჩენილიყვნენ, ერთადერთი ეს იყო და ვინაიდან ეს წანამძღვარი არის მცდარი, ძებნას და ანალოგების მოპოვება არის აბსოლუტურად მცდარი, იმიტომ არის ეს უშედეგო იმიტომ ეძებენ ყველგან ე.წ. გირგვლიანს. ჯერ თავთუხაშვილის ტრაგედია გაიხადეს. ეხლა გაიხადეს არასრულწლოვნის თვითმკვლელობის სუიციდის ფაქტი, ეძებენ 20 ივნსიის ანალოგიას, ეს ყველაფერი რომელიც არის ასლი ორიგინალის გარეშე. ორიგინალად, რატომ არ მივიჩნევ ციხის კადრებს, იმიტომ რომ ეს არ იყო ორიგინალური მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხის. ამიტომ ამ მანიპულაციაში გართულები თან ტექნოლოგიის ფეტიშიზმი მათი მხოლოდ იმაში კი არ გამოიყენება, რომ ძალიან კარგად ფლობენ ან ჰგონიათ, რომ ფლობენ ამ ტექნოლოგიას, ისინი დარწმუნებული არიან ამ ტექნოლოგიის ყოვლისშემძლეობაში, იმიტომ რომ ძალიან დაბალი აზრის არიან საკუთარ ამომრჩეველზე, საკუთარ ხალხზე, გარკვეული აროგანტულობის გამოხატულებაც არის მათი მხრიდან ამ ტექნოლოგიებზე მიჩიჩინება“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.